გაერო: 25 ქვეყანამ აშშ-ში საფოსტო მომსახურება შეაჩერა ტარიფების გამო

აშშ-ის პრეზიდენტ ს მიერ დაწესებული მოსალოდნელი ტარიფების ზეგავლენასთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება.

ტრამპის ადმინისტრაციამ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ 29 აგვისტოდან გადასახადებისგან აღარ გათავისუფლდება შეერთებულ შტატებში შესული მცირე ამანათები.

ამ ნაბიჯმა გამოიწვია საფოსტო სამსახურების, მათ შორის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის მხრიდან განცხადებების ტალღა, რომ -ში გაგზავნილი ამანათების უმეტესობა აღარ იქნება მიღებული.
გაეროს მსოფლიო საფოსტო კავშირმა (UPU) განაცხადა, რომ 25-მა წევრმა-ქვეყანამ უკვე აცნობა მას, რომ მათმა საფოსტო ოპერატორებმა „შეაჩერეს აშშ-სკენ გზავნილების საფოსტო მომსახურება, კონკრეტულად, სატრანზიტო მომსახურებასთან დაკავშირებული გაურკვევლობების მოტივით“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეჩერებები ძალაში დარჩება, სანამ არ გაირკვევა, თუ როგორ გეგმავს აშშ-ის ხელისუფლება გამოცხადებული ზომების განხორციელებას.
მსოფლიო საფოსტო კავშირმა (UPU) არ წარმოადგინა იმ საფოსტო მომსახურებების სია, რომელთაგანაც მიიღო ინფორმაცია.
ორგანიზაციამ, რომელიც 1874 წელს დაარსდა და 192 წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს, გამოთქვა გაფრთხილება, რომ აშშ-ს ახალი ზომები „მსოფლიოში საფოსტო ოპერატორების საქმიანობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს“.
UPU-მ განაცხადა, რომ 29 აგვისტოდან ეს ზომები დაავალდებულებს ფოსტალიონებს, რომლებიც ამანათებს შეერთებულ შტატებში აწვდიან, „წინასწარ აკრიფონ საბაჟო გადასახადები გამგზავნებისგან“ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის სახელით.
აშშ-ის ახალი ზომების თანახმად, ინდივიდუალურ მომხმარებლებს კვლავ შეეძლებათ ქვეყანაში 100 დოლარამდე ღირებულების დოკუმენტებისა და ნივთების გაგზავნა გადასახადის გარეშე.
UPU-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „იღებს ყველა შესაძლო ზომას, რათა მოამზადოს თავისი წევრი ქვეყნები იმ ზემოქმედებისთვის, რაც (ახალმა ზომებმა) შეიძლება მოახდინოს მათ საფოსტო მოძრაობაზე“.
ფორუმი