„მართლმადიდებლებისთვის ჭკუის სწავლებაზე მწვანეა ანთებული?“ – ამირან სალუქვაძე

„უფრო მარტივად და მკაფიოდ: თუ არ ხარ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრი, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს და ვინ გეკითხება ჩვენ როდის აღვნიშნავთ შობას, და სხვა დღესასწაულებს?
თუ ხარ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და არ ემორჩილები მის კალენდარს, მის წესებს, მაშინ რანაირი მრევლი ხარ? გადადი სხვა კონფესიაში და როცა გინდა აღნიშნე.
კიდევ ერთი. მართლმადიდებლები კათოლიკებს, მუსლიმებს და სხვა კონფესიებს ჭკუას არ არიგებენ და თავს არ ესხმიან როდის რა უნდა აღნიშნონ. მართლმადიდებლებისთვის ჭკუის სწავლებაზე მწვანეა ანთებული?“