რომელია მსოფლიოს 5 ყველაზე უსაფრთხო/საშიში ქვეყანა და სად არის რეიტინგში საქართველო – 2025 Global Peace Index

კონფლიქტებით სავსე წლებთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც მშვიდობა და უსაფრთხოება გარანტირებულია.
სწორედ ამიტომ, გლობალური მშვიდობის ინდექსმა (GPI) შეადგინა 2025 წლის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი. ორგანიზაციის თანახმად, 2025 წელს, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამასთან, ბევრი ქვეყანა აქცენტს მილიტარიზაციაზე აკეთებს.
გარე კონფლიქტებით დაწყებული, სამხედრო ხარჯებითა და უსაფრთხოების ზომებით დასრულებული, GPI 23 ინდიკატორს დააკვირდა. აღსანიშნავია, რომ ინდექსის სათავეში მყოფი ქვეყნები თითქმის ორი ათწლეულია სტაბილურობას აჩვენებენ უსაფრთხოების მხრივ.
მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ხუთეული გამოიყურება ასე:
· 1. ისლანდია
· 2. ირლანდია
· 3. ახალი ზელანდია
· 4. ავსტრია
· 5. შვეიცარია
2025 წლის რეიტინგში, მსოფლიოს ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის მოხვდნენ:
· 1.
· 2.
· 3. სუდანი
· 4. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
· 5. იემენი
რაც შეეხება საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს, რეგიონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რუსეთს აქვს, შემდეგ თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.
საქართველოში უსაფრთხოების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 8 პუნქტით არის დაცემული და 2.185 ქულით 109-ე ადგილს იკავებს.
რუსეთის პოზიცია უსაფრთხოების მხრივ 2 პუნქტით გაუარესდა და 3.441 ქულით რეიტინგში 163-ე ადგილი დაიკავა.
თურქეთი რეიტინგში 146-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით მისი მაჩვენებელი ერთი პუნქტით არის გაუმჯობესებული და ამჯერად 2.852 ქულა აქვს მინიჭებული.
სომხეთი რეიტინგში 10 პუნქტით დაწინაურდა და 1.893 ქულით 58-ე ადგილზე მოხვდა. ეს საგრძნობი გაუმჯობესებაა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, რეიტინგის მიხედვით ქვეყანამ უსაფრთხოების მაჩვენებელი 17 პუნქტით გააუმჯობესა და 95-ე ადგილზე გადაინაცვლა. მისი ქულა 2.067-ია.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი