მფრინავ ბალერონად წოდებული ქართველი მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი გერმანულმა ჟურნალმა “Tanz” წლის საუკეთესო მოცეკვავედ დაასახელა.
გელა ფოცხიშვილი, ქორეოგრაფი:
“წლის საუკეთესო მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი! ️
გერმანიის ჟურნალმა “Tanz” გამოაქვეყნა წლის საუკეთესო მოცეკვავეების სია, სადაც გიორგი ფოცხიშვილი ორ კოლეგასთან – ოლგა სმირნოვასთან და იაკობო ტისსისთან ერთად დასახელებული იქნა წლის საუკეთესო მოცეკვავედ! ვულოცავ გიორგის და მის კოლეგებს ამ დამსახურებულ აღიარებას! ბრავო!”
