ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სირიაში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სირიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია დამასკოს 62-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღების მიზნით სირიაში იმყოფება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „დელეგაციას“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში „ეკონომიკის მინისტრი“ თეიმურაზ მიქვაბია, „კულტურის მინისტრი“ დაურ კოვე და სხვა პირები შედიან.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „დელეგაცია“ დამასკოში სირიის მთავრობისა და პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მიწვევით ჩავიდა.
დამასკოს 62-ე საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად ტარდება, 27 აგვისტოს გაიხსნება.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი დამასკოში ივნისში იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ჰასან ალ-შაიბანის შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!