ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას საქმეზე სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 3 სექტემბერს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.
სწორედ ამ დღეს მოისმენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ბრალდებულის საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც ის განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
დღევანდელ სხდომაზე კი დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, აღნიშნულით ისარგებლა ნიკა კაციამაც.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.




