ლაშა ბუღაძე: თავისთავად არ მოსულა არც თავისუფლება და არც ევროპის ნაწილად ქცევის შესაძლებლობა. ხალხი შეაკვდა ამ თავისუფლებას, როცა სხვა ელოდა ან სეირს უყურებდა

მწერალი :
სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს მათი მინიმალური ქმედების გარეშე, საჩუქარივით დაეცა თავზე საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპასთან სიახლოვეც კი – უვიზო მიმოსვლის ჩათვლით, რაც მალე შეიძლება დაკარგულ წარსულად იქცეს.
ასეთებს არაფრით დაუმსახურებია ეს საჩუქარი და მხოლოდ სხვების შრომის შედეგად მიეცათ – სხვების თავგანწირვის და მსხვერლის გაღების ხარჯზე.
თავისთავად არ მოსულა არც თავისუფლება და არც ევროპის ნაწილად ქცევის შესაძლებლობა. ხალხი შეაკვდა ამ თავისუფლებას, როცა სხვა ელოდა ან სეირს უყურებდა.
ევროპაში შესვლისთვისაც სხვა იბრძოდა და ახლაც სხვები იბრძვიან, რჩეულები…
ვიდრე ჩვენი პატიმრები ამ ბრძოლის გამო სხედან ციხეში, სხვა ან ქოცთან ცდილობს ადაპტირებას – რაღაცას გადმომიგდებს “საარჩევნოდო” ან იმას ელოდება, ეს სხვა როდის გადაურჩენს აწმყოს და მომავალს… ჰოდა თავისუფლება და ევროპული კეთილდღეობა არც საჩუქარია და არც ზეციური ბურღულეული: როგორც არ დაგიმსახურებია და მოგეცა, ისევე წაგერთმევა. უბრძოლველად.
სახარებაში კიდევ უკეთ წერია ამაზე: რაც გიპყრია, მაგრად გეპყრას, თორემ ისიც წაგერთმევა, რაც გაქვსო.
და ვისაც ყურები აქვს, ისმინოსო.
ესეც წერია.