ევროკავშირი: ისრაელის თავდასხმა ღაზის სექტორში საავადმყოფოზე „სრულიად მიუღებელია“

ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ “სრულიად მიუღებელია” თავდასხმა, რომელიც ს არმიამ განახორციელა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ნასერის საავადმყოფოზე.

Reuters-ს მოჰყავს ევროკომისიის წარმომადგენლის სიტყვები, რომ „მოქალაქეები და ჟურნალისტები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა იყვნენ დაცული.“ კომისიის წარმომადგენელმა ანუარ ელ ანუნიმ პრესკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ „ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან ბევრს იტანჯებიან და დროა, ძალადობის ციკლი შევაჩეროთ“.

ისრაელმა 25 აგვისტოს ქალაქ ხან-იუნისის ნასერის საავადმყოფოზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ორი დარტყმა განახორციელა. ნასერის საავადმყოფოს ცნობით, დაიღუპნენ ჟურნალისტები, ჯანდაცვის მუშაკები და სასწრაფო დახმარების მედიკოსები, რომლებიც პირველი თავდასხმის შემდეგ ადგილზე მივიდნენ და მეორე თავდასხმის სამიზნე გახდნენ.

დაღუპული ჟურნალისტები თანამშრომლობდნენ საერთაშორისო სააგენტოებთან – Reuters-სთან, Associated Press-სა და Al-Jazeera-სთან.

ისრაელ-ჰამასის ომი მედიის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი კონფლიქტია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, 22-თვიანი ომის განმავლობაში ღაზაში, სულ მცირე, 192 ჟურნალისტი დაიღუპა.
შედარებისთვის, CPJ-ის მონაცემებით, ს მიერ ში წარმოებულ ომში დღემდე დაღუპულია 18 ჟურნალისტი.

ისრაელზე თავდასხმა -ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილმა ჰამასის სამხედრო ფრთამ 2023 წლის 7 აგვისტოს მოაწყო, რასაც ისრაელის მონაცემებით, 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 250 მძევლად აიყვანეს, მათი ერთი ჯგუფი გაათავისუფლეს, ნაწილი კვლავ ტყვეობაშია, ხოლო ზოგიერთი დაიღუპა.
ისრაელის მიერ დაწყებული სახმელეთო და საჰაერო საომარი მოქმედების შედეგად მთლიანად განადგურებულია ღაზის სექტორი. გაეროს მიერ აღიარებული მონაცემებით ღაზის სექტორის 62 ათასი მოქალაქე ამ თავდასხმებს ემსხვერპლა.