სეზონის ბოლოს მოსმენილი: -უიმე რა ამბავია ამდენი ჩინელი, თან არც არაფერს არ ჭამენ და არ სვამენ,რაღაც თავისი ჩიფსები ჩამოაქვთ უზარმაზარი ჩემოდნებით. -ამ არაბებს ნეტა რა უნდათ ჩვენს ეკლესიებში, ნეტა რა ესმით? -ეს ინდოელები რა ინდაურული ინგლისურით ლაპარაკობენ და ჩაის რა ხმაზე ხვრეპენ… – გერმანელები რა ღორებივით თვრებიან და მერე იგინებიან… –ისრაელიდან ტურისტებს არ ვიღებთ, რაღაც ცხიმიანს ჭამენ თეთრეულზე და მერე გადასაგდებია – ფრანგები რა ჟმოტები ყოფილან, დავიჯერო თავის ქვეყანაშიც ერთ ჭიქას სვამენ მთელი საღამო? -ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან მხოლოდ გეი წყვილები ჩამოდიან? – უკრაინელებს რა დასვენება აუტყდათ ქვეყანაში ომი აქვთ – აი ეს მალაიზია რაღა ბედენაა,თან სულ ბოლომდე ხურავენ ფანჯრებს და კონდიციონერებს არ თიშავენ.გვიღირსრო? -ყაზახების ბავშვები ძალიან ხმაურიანები არიან -არ წაგვლეკეს ამ სომხებმა! -ამ ამერიკელებს სად დავესიზმრეთ, თან როგორ ხმამაღლა იცინიან -თურქები ღა გვაკლდა … – რუსები? ნუ ხო, ყველაზე კარგი მხარჯველები არიან,მაგრამ…. მოკლედ ეს მცირედი ამ ზაფხულს მოსმენილიდან. ახლა რომ მოვყვე რას ამბობენ აჭარლები კახელებზე, მეგრელები მთიულებზე, სვანები თბილისელებზე და კიდევ უფრო შორს თუ წავალთ გურჯაანლები თელაველებზე, დავრჩენილვართ უმუშევრები ხალხოოო!!! ნახევარი საქართველო ბურჯ ხალიფას რომ არის მიმსკდარი, მეორე ნახევარი თურქეთში კოტრიალობს, იქით ნაწილი გოაზე ოცნებობს და აქეთ ნაწილი ისრაელზე, ის როგორ არის? დაოკდით! არც ჩვენ ვართ იდეალურები! გაიღიმეთ, იგრძენით თავი მასპინძლად! ყველაზე ჭკვიანები ისევ მეგრელები აღმოჩნდნენ, მარტვილის ჩანჩქერამდე გზა სულ რუსული წარწერებით გადაუჭრელებიათ “Сдается чистая комната недорого” ასეა ეს და ნუ ვიქცევით სირაქლემებივით, წელს ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი გაუქირავებელი ნომერი არ დარჩენილა! ეკონომიკა ტურიზმზე დგას! ღირსეულად მოვემზადოთ რთველისთვის და ხავერდოვანი სეზონისთვის.
