ნორვეგიულმა Norse Atlantic Airways-მა რიგაში ახალი ოფისი გახსნა

ნორვეგიულმა ავიაკომპანია Norse Atlantic Airways-მა რიგაში ახალი ოფისი გახსნა, რომელიც მისი მთავარი ოპერატიული ცენტრი იქნება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბიორნ ტორე ლარსენმა განაცხადა, ეს ოფისი ნორვეგიული ავიაკომპანიის „ოპერატიული საქმიანობის შტაბ-ბინად“ იქცევა.
რიგის ოფისი Norse-ის ყველა ფრენას გააკონტროლებს და მართავს, ეკიპაჟის მუშაობას დაგეგმავს და მომხმარებელთა მომსახურებას უზრუნველყოფს. ის 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ამჟამად, Novira Plaza-ს კომპლექსში განთავსებულ ოფისში დაახლოებით 80 თანამშრომელი მუშაობს.
ლარსენის თქმით, კომპანია ლატვიიდან -ში პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, კონკრეტული თარიღები ჯერ არ დასახელებულა.
„ჩვენ ვსწავლობთ ბაზარს და ვაფასებთ მარშრუტის სიცოცხლისუნარიანობას. იდეა შესანიშნავია, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი განხორციელების შესაფერისი მომენტი“, – განაცხადა ლარსენმა.
ლატვიის საინვესტიციო და განვითარების სააგენტოს (LIAA) დირექტორმა, იევა იაგერემ, აღნიშნა, რომ ეს ოფისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ის ახალ ინვესტიციებსა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოიზიდავს. იაგერეს თქმით, LIAA აქტიურად მუშაობს სხვა ინვესტორებთანაც და ავითარებს პირდაპირი რეისების თანადაფინანსების მოდელს, რაც ტურიზმის ზრდას შეუწყობს ხელს.
რიგის ოფისი Norse-ის არსებულ განყოფილებებს ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში დაემატება.
წყარო: avianews.ge