რაჭა გემო ფესტს უმასპინძლებს

რაჭაში გემო ფესტი ბრუნდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი 29–30 აგვისტოს, ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება – ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გემო ფესტი პირველად სწორედ რაჭაში, 2022 წელს ჩატარდა. წლევანდელ გემო ფესტში რაჭაში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას.
გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.
ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. გემო ფესტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.