აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმეზე განაჩენი 3 სექტემბერს, 10:30 საათზე გამოცხადდება. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას სხდომაზე საბოლოო სიტყვას თავად ბრალდებულიც წარმოთქვამს.
26 აგვისტოს პროცესზე დასკვნითი სიტყვით მისი ადვოკატები, ირაკლი ჩომახაშვილი და გოგიტა ბახტაძე გამოვიდნენ.
საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება ჰქონდა წარდგენილი, თუმცა პროკურატურამ ეს ნაწილი მოხსნა და ახლა მას ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უფრო მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს.
სხვიტარიძე 2023 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. იგი დაზარალებულადაც არის ცნობილი არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.
