„მწვანე” მომავლის შექმნისკენ სულ უფრო მეტი ორგანიზაცია მიისწრაფვის და მათ რიგებს უკვე „ვაზისუბნის მამულიც” უერთდება. ბრენდი სიამაყით გვამცნობს, რომ მამულის ღვინის საწარმოში 500 კვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა, რომლის მეშვეობითაც მამულის მთელ ტერიტორიაზე 100%-ით მწვანე ენერგია იქნება გამოყენებული.
ელ-ენერგიის ხარჯის შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სოციალური პასუხისმგებლობა: ვაწარმოოთ სუფთა და განახლებადი ენერგია გარემოსთვის ზიანის მოტანის გარეშე. მზის ენერგიაზე გადასვლა გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი და მდგრადი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ვაზისუბნის მამულში სჯერათ, რომ ეს ნაბიჯი სიკეთის მომტანი არა მხოლოდ თვითონ მამულისთვის იქნება, არამედ სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც დიდ გავლენას მოახდენს ქვეყანაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაზისუბნის მამულმა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, Helios Energy LLC-თან ითანამშრომლა, პროექტის მხარდამჭერი კი საქართველოს ბანკია.
[R]