ფრიდრიხ მერცი – გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ინიციატივას არ შეუერთდება

გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ინიციატივას არ შეუერთდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კერნისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარების შესახებ ფედერალური მთავრობის პოზიცია ნათელია. კანადამ ეს იცის. ჩვენ ამ ინიციატივას არ შევუერთდებით. ვთვლით, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ცნობისთვის, გასულ თვეში, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ განაცხადა, რომ სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.
„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ს მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, – აღნიშნა მარკ კერნიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი მეუღლის მკვლელობაში თავს დამნაშავედ ცნობს – ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული, არის ვარაუდი, რომ ბრალდებული ძალადობას ხელით ახორციელებდა, რადგან მას ხელი აქვს დაზიანებული

IFCN – მკაცრად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ