ისრაელში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს – მომიტინგეებმა თელ-ავივის მახლობლად გზა გადაკეტეს

ისრაელში, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თელ – ავივის მოედანზე მძევლებისა და დაკარგულების ოჯახების ფორუმის წევრები და მათი მხარდამჭერი მოქალაქეები არიან შეკრებილი.
მოედნის ცენტრში დგას გრძელი მაგიდა, ყვითელი სკამებით. თითოეულ სკამზე თითო მძევლის ფოტო დევს. მაგიდაზე თეფშები აწყვია. შავ სუფრაზე რამდენიმე ნაჭერი პიტა, ლობიოს ქილა და ქვიშაა მიმოფანტული – რაც, სიმბოლურად, ტყვეობაში შიმშილსა და არაადამიანურ პირობებს ასახავს. მოპირდაპირე მხარეს საბავშვო ეტლები დგას, რაც, ორგანიზატორების თქმით, სიმბოლურად, გამოხატავს დედებს, რომლებიც შვილებს არ თმობენ.
მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა თელ – ავივის მახლობლად მდებარე მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტეს, საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.
დემონსტრანტები -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეთანხმების მიღწევაში დახმარებას სთხოვენ, მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ კონფლიქტი შესაძლოა „მომდევნო ორ ან სამ კვირაში“ დასრულდეს.
შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს და ღაზაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 20 მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია.