ვიქტორ ორბანი – უნგრეთის მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება – ევროკავშირში შანტაჟით, დაბომბვებითა და მუქარით შესვლა შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარა ბუდაპეშტის მიმართ უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ზელენსკი ღიად დაემუქრა უნგრეთს. აღიარა, რომ ისინი „დრუჟბას“ ნავთობსადენს ბომბავენ, რადგან ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მათ ევროკავშირში გაწევრიანებას. აქედან გამომდინარეობს, რომ უნგრელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ზელენსკის სიტყვებს ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ევროკავშირში შანტაჟით, დაბომბვებითა და მუქარით შესვლა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, 24 აგვისტოს ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება