„გამოსავალი მარტივია: ინიციატივა აიღოს ხალხმა და ხალხი გავერთიანდეთ!” – ლევან ხაბეიშვილი

გა­მუდ­მე­ბით ერთი სცე­ნა­რია – „მე ამას­თან არ დავ­ჯდე­ბი, მე უფრო რე­ი­ტინ­გუ­ლი ვარ, მე უფრო ჭკვი­ა­ნი და ლა­მა­ზი ვარ, მე კადრში კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ვი­ზუ­ა­ლი ხელს მი­წყობს“ – გა­მო­სა­ვა­ლი არის მარ­ტი­ვი: უბ­რა­ლოდ „და­ვი­კი­დოთ“ ეგ „ყოვ­ლის­შემ­ძლე“, მძლე­თამ­ძლე „პო­ლიტ-ელი­ტა“ და ხალ­ხი გა­ვერ­თი­ან­დეთ! ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა! – ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.
რო­გორც ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, 4 ოქ­ტომ­ბე­რი უნდა იქ­ცეს გა­მარ­ჯვე­ბის დღედ და ყვე­ლა უნდა გა­ვი­დეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე.
“გა­მომ­ყე­ვით, ბო­ლომ­დე წა­ი­კი­თხეთ და სად არ მე­თან­ხმე­ბით, გა­მი­ზი­ა­რეთ. ივა­ნიშ­ვი­ლის ტაქ­ტი­კა არის მარ­ტი­ვი – და­შა­ლე, დაქ­საქ­სე და იბა­ტო­ნე, გა­და­კი­დე ერ­თმა­ნეთს, შური და უნ­დობ­ლო­ბა გა­აღ­ვი­ვე, რომ და­ჭა­მონ ერ­თმა­ნე­თი და უყუ­რე სე­ირს. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ძარ­ცვე ხალ­ხი, გამ­დიდ­რდი და იცხოვ­რე ნამ­დვი­ლი ბა­ტო­ნი­ვით. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წა­ა­ხა­ლი­სე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ეგო­ე­ბი, შე­ა­გუ­ლი­ა­ნე, რომ „ვარ­სკვლა­ვე­ბი“ არი­ან და გა­ერ­თე…
ამის შემ­დეგ იწყე­ბა, რომ გა­ერ­თი­ან­დეს ოპო­ზი­ცია, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და აი, აქ უკვე გა­მუდ­მე­ბით ერთი სცე­ნა­რია – “მე ამას­თან არ დავ­ჯდე­ბი, მე იმას­თან ერ­თად არ მინ­და, ამან რომ „მა­შინ“ ასე თქვა, მე უფრო რე­ი­ტინ­გუ­ლი ვარ, მე უფრო ჭკვი­ა­ნი და ლა­მა­ზი ვარ, მე კადრში კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ვი­ზუ­ა­ლი ხელს მი­წყობს, გუ­შინ ბრი­ტა­ნეთ­ში ვი­ყა­ვი, ხვალ სა­ელ­ჩო­ებს ვხვდე­ბი, ზეგ ფრე­ნა მაქვს… გუნდთან გა­ვივ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ას, შე­ვიკ­რი­ბე­ბით, შევ­ქმნით კო­მი­ტეტს, მე მაქვს 16 პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა, მე მაქვს ნამ­დვი­ლი სტრა­ტე­გია, მე ვიცი რო­გორ უნდა და­ვა­მარ­ცხოთ ბი­ძი­ნა და ჩემ­თან მო­დით, მე ყვე­ლა­ზე დე­ტა­ლუ­რი ხედ­ვა წარ­მო­ვად­გი­ნე, მე მა­გას რო­დის ვამ­ბობ­დი” – და ასე, და­უს­რუ­ლე­ბელ ბლა-ბლა-ბლა­ში მიფ­რი­ნავს დრო.
გა­მო­სა­ვა­ლი არის მარ­ტი­ვი: უბ­რა­ლოდ „და­ვი­კი­დოთ“ ეგ „ყოვ­ლის­შემ­ძლე“, მძლე­თამ­ძლე „პო­ლიტ-ელი­ტა“ და ხალ­ხი გა­ვერ­თი­ან­დეთ! ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა! არც მათ­კენ ხე­ლის გაშ­ვე­რაა სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი.
მუდ­მი­ვად რომ არ ვე­ძე­ბოთ „დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი“, უბ­რა­ლოდ ინი­ცი­ა­ტი­ვა აი­ღოს ხალ­ხმა და გა­ერ­თი­ან­დეს ხალ­ხი! ეს არ არის პარ­ტი­ულ-პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა, ეს არის ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის­თვის! გვჭირ­დე­ბა უპი­რო­ბო ერ­თი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ ხალ­ხის და არა გა­მო­გო­ნი­ლი, თუ სარ­დაფ­ში გახ­სნი­ლი ორ­კა­ცი­ა­ნი პარ­ტი­ე­ბის! ნამ­დვი­ლი, ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბაა სა­ჭი­რო და არა 1000 პუნ­ქტის გარ­შე­მო, არა­მედ უმარ­ტი­ვე­სი მიზ­ნის გარ­შე­მო – სა­ქარ­თვე­ლო უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა! გა­ვერ­თი­ან­დეთ სა­ქარ­თვე­ლო ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე მო­თხოვ­ნით, მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ვამ­ხოთ რე­ჟი­მი და ჩა­ვა­ტა­როთ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, შემ­დეგ იქ დაგ­ვიმ­ტკი­ცონ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა რო­მე­ლი, რო­მელს ჯო­ბია.
4 ოქ­ტომ­ბე­რი ვაქ­ცი­ოთ გა­მარ­ჯვე­ბის დღედ – ეს ნამ­დვი­ლად არის ჩვენს ხელ­ში! ყვე­ლა გა­მო­ვი­დეთ რუს­თა­ველ­ზე და ვაჩ­ვე­ნოთ უპ­რე­ცე­დენ­ტო ერ­თი­ა­ნო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა, რაც უპი­რო­ბოდ მო­ი­ტანს მშვი­დო­ბი­ან შე­მოდ­გო­მის რე­ვო­ლუ­ცი­ას!” – წერს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…