„ხალხი ძალიან ცოდოა… პომიდვრის ჩაბარება არ ხდება არსად“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შინდისელმა ფერმერმა ლერი სანებლიძემ განაცხადა.
როგორც ფერმერი აღნიშნავს, მყიდველებს სურთ უმაღლესი ხარისხის პომიდორი, რაშიც 1 კგ.-ში 60 თეთრს იხდიან. მისი თქმით, დარჩენილი ე.წ ნაკლოვანი პომიდორი, ქარხნების არარსებობის პირობებში, ვერსად ბარდება და იყრება.
„ხალხი ძალიან ცოდოა, პომიდორთან დაკავშირებით ძალიან ცუდი ვითარებაა. პომიდვრის ჩაბარება არ ხდება არსად. იქნებ რამენაირად პომიდვრის სუბსიდირებაც გაკეთდეს რამენაირად და ფერმერებს დავეხმაროთ. ამ წუთში დაახლოებით 300 ტონაზე მეტი პომიდორი მაქვს. ვერ იყიდება, ბაზარზე არ არის იმდენი მომხმარებელი, რომ რაოდენობა გაიწოვოს. კარგი იქნება ისეთი ტიპის სუბსიდირება, როგორიც ვაშლზეა“, – აღნიშნავს ლერი სანებლიძე.
ფერმერის თქმით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ე.წ ნაკლოვანი, არასტანდარტული პომიდვრის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება.
„მყიდველი რომ შემოდის, უნდა საუკეთესო ხარისხის პომიდორი და ამაში იხდიან დაახლოებით 60 თეთრს. ნაკლოვანი პომიდორი რაც რჩება, იყრება. არ გვაქვს ქარხნები რომ ჩავაბაროთ. დიდი რაოდენობით მოსავალია, ფუჭდება და ვყრით მერე“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ლერი სანებლიძემ.
წყარო: www.bpn.ge
