აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დენუკლეარიზაციაზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი „მზადაა ამის გასაკეთებლად“, – ინფორმციას CNN-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, სჯერა, რომ ჩინეთიც იგივეს გააკეთებს.
„ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან და ჩინეთთან, არის დენუკლეარიზაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ერთ-ერთი რამ, რაც მე იქ პრეზიდენტ პუტინთან განვიხილეთ, არა მხოლოდ ეს იყო, არამედ სხვა საკითხებიც – და ვფიქრობ, რომ დენუკლეარიზაცია ძალიან დიდი თამაშია, მაგრამ რუსეთი მზადაა ამის გასაკეთებლად და მე ვფიქრობ, რომ ჩინეთიც მზად იქნება. არ შეგვიძლია დავუშვათ ბირთვული იარაღის გავრცელება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბირთვული იარაღი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ადრე ეშფოთება გამოხატა რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-სა და რუსეთს ომისკენ უბიძგებს. მედვედევის მიერ რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ტრამპმა მის კომენტარებს „უდიდესი საფრთხე“ უწოდა.
