მარკო რუბიო ევროპისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ესაუბრა

-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ევროპელ და უკრაინელ კოლეგებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ესაუბრა, – ინფორმაციას CNN-ი სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო და ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას დიპლომატიურ ძალისხმევაში, რომლის მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივი მოლაპარაკებების გზით დასრულებაა.
CNN-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუბიომ ევროპის ქვეყნებიდან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ინიციატივა ევროპამ უნდა აიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ