ემანუელ მაკრონი – საავადმყოფოზე ისრაელის დარტყმებმა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების სიცოცხლე შეიწირა – ეს შეუწყნარებელია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ღაზაში მდებარე ნასერის საავადმყოფოზე ს მიერ განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს შეუწყნარებელია.
„ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის დარტყმებმა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქისა და ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა. ეს აუტანელია: მშვიდობიანი მოქალაქეები და ჟურნალისტები ყველა ვითარებაში დაცულები უნდა იყვნენ. მედიას უნდა შეეძლოს თავისი მისიის თავისუფლად და დამოუკიდებლად შესრულება კონფლიქტის რეალობის გაშუქების მიზნით. მოვუწოდებთ ისრაელს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
თავდასხმას ეხმაურება გერმანიის საგარეო უწყებაც და ისრაელს მისი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„შოკირებული ვართ ღაზაში, ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად რამდენიმე ჟურნალისტის, მაშველისა და სხვა მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობით. ეს თავდასხმა უნდა გამოიძიონ. ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ომის დამანგრეველი რეალობისკენ ყურადღების მიპყრობაში. არაერთხელ მოვუწოდეთ ისრაელის მთავრობას, დაუყოვნებლივ დაუშვას დამოუკიდებელი უცხოური მედიის წვდომა და უზრუნველყოს ღაზაში მომუშავე ჟურნალისტების დაცვა“, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.
თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემიც.
„შეძრწუნებული ვართ ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმით. მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯანდაცვის მუშაკები და ჟურნალისტები დაცულები უნდა იყვნენ“, – წერს დევიდ ლემი.
თავდასხმას გმობს გაერო-ს გენერალური მდივანი, ც და აცხადებს, რომ საჭიროა მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება.
„გენერალური მდივანი კვლავ აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და ჟურნალისტები, ყოველთვის პატივისცემითა და დაცვით უნდა სარგებლობდნენ. ის ამ მკვლელობების დაუყოვნებლივ და მიუკერძოებელი გამოძიების მოწოდებით გამოდის“, – აცხადებს ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერი.
თავდასხმებს გმობენ სა და კატარის საგარეო უწყებებიც.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა. ისრაელის სარაკეტო დარტყმებს Reuters-ის, Associated Press-ის, NBC–ისა და „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტები ემსხვერპლნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნადავ შოშანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ ისრაელი მწუხარებას გამოხატავს ნასერის საავადმყოფოში მომხდარი „ტრაგიკული უბედური შემთხვევის“ გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის მერია – მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება