დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის სახელწოდებას ომის დეპარტამენტით შეცვლის

ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის სახელწოდებას ომის დეპარტამენტით შევცვლით, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯე მიონთან შეხვედრისას განაცხადა.
„პიტ ჰეგსეტი შესანიშნავად მუშაობს, როგორც ამას მე ვუწოდებ, ომის დეპარტამენტში. როგორც იცით, ჩვენ თავდაცვის დეპარტამენტი გვაქვს, მაგრამ ჩვენ შორის რომ დარჩეს, ვფიქრობ, რომ სახელწოდებას შევცვლით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „როდესაც მისი სახელწოდება ომის დეპარტამენტი იყო, აშშ-ის გამარჯვების დაუჯერებელი ისტორია ჰქონდა“.
„შემდეგ სახელი გადავარქვით და თავდაცვის დეპარტამენტით შევცვალეთ. ვფიქრობ, ეს ის არის, რასაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოისმენთ ან ნახავთ. ალბათ, ეს ცვლილება მომდევნო კვირაში ან მოგვიანებით მოხდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯე მიონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სურს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს წელს შეხვდეს.
„ჩვენ შეხვედრა გვსურს. მას შესანიშნავად ვუგებ. ბევრ ხალხს ვხვდები, ძნელი სათქმელია, მაგრამ მასთან შეხვედრა წელს მსურს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ