ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – წაუყენებენ თუ არა ბრალს ოთარ ფარცხალაძეს? (ვიდეო)

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მვკლელობის საქმე – წაუყენებენ თუ არა ბრალს ოთარ ფარცხალაძეს?იმის მიუხედავად, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში დევს  ოთარ ფარცხალაძე რომანოვის წინააღმდეგ ჩვენება, საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ამ ერთი დოკუმენტით ბრალის წარდგენა არ მოხდება.

რა ინტერესი ჰქონდა ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მოსკოვში გადავიდა საცოხვრებლად, შეეკვეთა, კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა? არსებობს ვერსია რომ, ფარცხალაძე ჯანგველაძის ჩამოცილებით, ბიძინა ივანიშივლისთვის ერთადერთ შუამავლად დარჩა, ვისაც კრემლის ლიდერებამდე ამბის მიტანა შეუძლია. პროკურატურა ჯერ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას არ ჩქარობს, ლევან ჯაგველაძის ოჯახის ადვოკატი კი ფიქრობს, რომ გამოძიება ფარცხალაძით უნდა დაინტერესდეს.

თუ დაქირავებულ ქილერს ხელს სპეცსამსახურები არ უწყობდნენ საიდან ჰქონდა ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის გადაადგლების საიდუმლ მარშრუტის შესახებ. ხმაურიანი დაკავებების შემდეგ, ეს კითხვები დღის წესირიგიდან არ მოხსნილა. ქართლ ოცნებაში ამბობენ რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან კავშირი ივანიშივლს არ აქვს და არც კი შეიძლებოდა სცოდნოდა, ჯანგველაძისა და ფარცხალაძის დაპირისპირების შესახებ.

ამ დრომდე დუმს ქილერი. დღეს მის სასამართლო პროცესზე გელა უძილაურმა კიდევ ერთხელ თქვა რომ დუმილის უფლებას იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ