კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენეს კიტ კელოგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან კარგი შეხვედრა მქონდა. აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლიერია. მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ევროპელ ლიდერებთან ჩვენი შეხვედრისას მიღწეული შედეგების რეალიზება მოხდეს. ვაფასებთ აშშ-ის მზადყოფნას, რომ უკრაინის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი იყოს. ველით, რომ უსაფრთხოების ძირითადი საფუძვლების განსაზღვრა მალე მოხდება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „რუსეთზე ზეწოლის მიზნით სანქციები და ტარიფები დღის წესრიგში უნდა დარჩეს და ლიდერების ფორმატში მონაწილეობისთვის მზად არის“.
„ეს ფორმატი ძირითადი საკითხების მოსაგვარებლად არის საჭირო. ახლა იგივე მზადყოფნა მოსკოვის მხრიდანაც საჭიროა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კიტ კელოგთან შეხვედრაზე სამხედრო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილა.
„სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ასევე აშშ-თვის და ორი შესაძლებლობა არსებობს – იარაღის შესყიდვისა და დრონების შესახებ შეთანხმება. ასევე, ჰუმანიტარული საკითხი – ყველა გატაცებული ბავშვის დაბრუნება. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ს მიერ უკანონოდ გატაცებული ბავშვების დასაბრუნებლად პირად ძალისხმევას გააგრძელებენ“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს – კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის