ჩინეთის ინტერესებში შედის კორეა და მისი სანუკვარი ოცნება – ტაივანის კუნძულის რეინტეგრაცია საკუთარ წიაღში და ამ ყველაფრის გაკეთება ოფიციალური პეკინის იგნორირებით, სულ რომ ძალიან უნდოდეს დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს“, არ გამოუვათ

ჩინეთის ინტერესებში შედის კორეა და მისი სანუკვარი ოცნება – ტაივანის კუნძულის რეინტეგრაცია საკუთარ წიაღში და ამ ყველაფრის გაკეთება ოფიციალური პეკინის იგნორირებით, სულ რომ ძალიან უნდოდეს დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს“, არ გამოუვათ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი -სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაგეგმილ სამიტს მედიასთან ეხმიანება. „მე არ ვიცი რას შესთავაზებს ტრამპი სამხრეთ კორეელ პრეზიდენტს, მაგრამ მშვიდობის სცენარი აუცილებლად გაჟღერდება“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შერიგების მცდელობა ექნება, რაც, მათ შორის, ჩინეთის ინტერესშიც შედის, რადგან აშშ-სა და ჩინეთს კუნძული ტაივანის საკითხის გადაჭრა კორეის იგნორირებით არ გამოუვათ. „[აშშ] სპეციალურად აღიზიანებს პეკინს. ამ უძლიერეს მსოფლიო ჰეგემონს ეუბნებიან, რომ მთელი რიგი საბაზისო პროცესების მიღმა ტოვებენ. ეუბნებიან, რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში საჭირო არ არის, არც მშვიდობისმყოფელის და არც სხვა როლში. ახლა ჩინეთი შეიძლება კორეის საკითხით დაინტერესდეს.
გვახსოვს, რომ 2012 წელს კიმ ჩენ ინსა და ტრამპს შორის შედგა პირველი შეხვედრა, მეორე კი 2019 წელს ვიეტნამში, თუმცა ამ შეხვედრებმა შედეგი არ გამოიღო – ტრამპის მხრიდან იყო დაპირება, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე მიაღწევდა შეთანხმებას, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პროგრამა არ შეაჩერა. თუმცა, ტრამპისთვის ესეც ერთგვარი პოლიტიკური შოუს ელემენტი იყო. ის [] არის შოუმენი, მას უყვარს ისეთი ციტატების თქმა, როგორიც არის – “მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემამდე არავის გაუკეთებია”; „მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის ომი არ იქნებოდა“ ან „მე ვარ ის პრეზიდენტი, რომელმაც სომხებისა და აზერბაიჯანელების 35 წლიანი დაპირისპირება მოაგვარა“ და ა.შ. მას [დონალდ ტრამპს] სურვილი აქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა შეარიგოს. ძალიან საინტერესოა, რომ ზუსტად ის ფორმულა მოქმედებს სამხრეთ კორეაში, რაც საქართველოში – ჩვენთან არის ს დროებითი მთავრობა, თავისი უზენაესი საბჭოთი და სამინისტროებით.
მსგავსი ორგანო არის სეულშიც, ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით და ეს არის ერთგვარი ხიდი. ხვალ რომ შესაძლო გახდეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის კონტაქტი, ეს ორგანო ოფიციალურად ჩაერთვება საქმეში. მე არ ვიცი რას შესთავაზებს ტრამპი სამხრეთ კორეელ პრეზიდენტს, მაგრამ მშვიდობის სცენარი აუცილებლად გაჟღერდება. ისევე, როგორც კუნძულ ტაივანის საკითხი, რომელიც თეორიულად მიყვანილია იმ დონემდე, რომ მისთვის განსაკუთრებული სტატუსის მქონე კონფიგურაციაა მინიჭებული, რითაც შესაძლებელი გახდება გარკვეული დროის შემდეგ ამ კუნძულის სრული ინტეგრაცია ოფიციალურ პეკინთან. ისევე, როგორც ეს ყველაფერი გაიწერა ჰონკონგთან, რომელსაც 40 წლიანი განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭა – რომლის ვადაც 2049 წელს იწურება და ამის შემდეგ, ჰონკონგი შევა ჩინეთის შემადგენლობაში, როგორც ერთ-ერთი რეგიონი. რა თქმა უნდა, ჩინეთის ინტერესებში შედის კორეა და მისი სანუკვარი ოცნება – ტაივანის კუნძულის რეინტეგრაცია საკუთარ წიაღში და ამ ყველაფრის გაკეთება ოფიციალური პეკინის იგნორირებით, სულ რომ ძალიან უნდოდეს დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს“, არ გამოუვათ. ჩინეთის მხრიდან სამხედრო სწავლებების გააქტიურებაც იმ აკვატორიაში ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივია და ასევე, სი ძინ პინის მკვეთრი განცხადება, რომ სრულფასოვან მოთამაშედ ს მხარეს, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში არ შემიყვანოთო,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად

ოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის- მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე