ისრაელის მიერ ღაზის საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად 20 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 4 ჟურნალისტი

სამხრეთ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე ს ორი დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ოცი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ჟურნალისტი, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო მედიაორგანიზაციასთან თანამშრომლობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ისრაელმა ქალაქ ხან-იუნისის ნასერის საავადმყოფოზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ორი დარტყმა განახორციელა. ნასერის საავადმყოფოს ცნობით, დაიღუპნენ ჟურნალისტები, ჯანდაცვის მუშაკები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც თავდასხმის შემდეგ ადგილზე მივიდნენ.
მათივე ცნობით, ერთ-ერთი ბომბი მოხვდა აივანს, სადაც ჟურნალისტები იყვნენ განლაგებულნი. დაღუპული ჟურნალისტები თანამშრომლობდნენ „როიტერსთან“, „ასოშიეიტედ პრესთან“ და „ალ-ჯაზირასთან.
ისრაელ-ჰამასის ომი მედიის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი კონფლიქტია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, 22-თვიანი ომის განმავლობაში ღაზაში, სულ მცირე, 192 ჟურნალისტი დაიღუპა. შედარებისთვის, CPJ-ის მონაცემებით, ს მიერ ში წარმოებულ ომში დღემდე დაღუპულია 18 ჟურნალისტი.
ფორუმი