29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა

29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი , არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.