კრემლი – ვლადიმერ პუტინმა და მასუდ პეზეშკიანმა ირანის ბირთვულ პროგრამასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანელ კოლეგას, მასუდ პეზეშკიანს სატელეფონო საუბრის დროს ანკორიჯში გამართული სამიტის ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინმა ანკორიჯში გამართული შეხვედრის ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, – აცხადებენ კრემლში.
კრემლის ინფორმაციით, პეზეშკიანმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ.
ამასთან, კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა