სინდისის პატიმარი, ინსაფ ალიევი ცუდად გახდა – სასამართლოში სასწრაფო გამოიძახეს

სინდისის პატიმარი, ინსაფ ალიევი ცუდად გახდა – როგორც სასამართლოდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იტყობინება, ადგილზე ამ წუთებში, სასწრაფო გამოიძახეს.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდიანრეობდა. საქმეს თამარ მჭედლიშვილი იხილვას.

  • დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ