რუსეთში სამხედრო აეროპორტში ხანძრის გაჩენის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს დაღესტნელი მოზარდი

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის სასამართლომ დაღესტნის რესპუბლიკაში მცხოვრებ 16 წლის მოზარდს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ადგილობრივ სამხედრო აეროპორტში Su-34-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით.
ინციდენტი 4 იანვარს მოხდა. როგორც უკრაინის დაზვერვა მაშინ აცხადებდა, თვითმფრინავი სრულად განადგურდა.
ს უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, მოზარდი – რომლის სახელს არ აკონკრეტებენ – მონაწილეობდა დაღესტნის რკინიგზაზე ხანძრის გაჩენის რამდენიმე ინციდენტში, რომლებიც უკრაინის მიერ იყო ორგანიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“, რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და ავუხსნა ადამიანებს, რომ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, თავიდან ვცადოთ – რა შეიცვალა?