რუსეთის სასაქონლო ბირჟებზე საწვავის ფასები ისტორიულ რეკორდებს ამყარებს

საწვავის კრიზისი რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ს სასაქონლო ბირჟებზე საწვავის ფასები ისტორიულ რეკორდებს ამყარებს.
რუსეთის სასაქონლო ბირჟებზე საწვავის ფასები ისტორიულ რეკორდებს ამყარებს და ბენზინგასამართ სადგურებზე საცალო ფასების ზრდის ტემპი ინფლაციას უსწრებს.
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის რეგიონებსა და ყირიმში, ასევე იმიერბაიკალეთის რეგიონში და პრიმორიეს მხარეში საწვავის მწვავე დეფიციტია.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმაა.
ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტრეიდერებს საწვავის ბენზინგასამართ სადგურებზე გაყიდვების შეზღუდვა უწევთ. რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი 25 აგვისტოს ქვეყნის უდიდესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მართავს, რათა საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება განიხილოს.
როსსტატის“ მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების ბენზინის ღირებულება 5.7%-ით გაიზარდა. ეს მნიშვნელოვნად აღემატება იმავე პერიოდის ქვეყანაში საშუალო ინფლაციას, რომელიც 4.2%-ის ფარგლებში შენარჩუნდა. აგვისტოს ბოლოს ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 61.7 რუბლს შეადგენდა: -92-ის ტარიფი გაიზარდა 58.5-მდე, AI-95-ის 63.9-მდე, ხოლო AI-98-ის 84.7 რუბლამდე ლიტრზე. დიზელის საწვავის ღირებულება ამჟამად ლიტრზე 71.45 რუბლს შეადგენს.
წყარო: მთავარი