ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა, რაც “ქართული ოცნების”გუნდის პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა

ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა, რაც “ქართული ოცნების”გუნდის პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა
ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს და კარგად ფუნქციონირებად მთავრობებს აფასებს. ამ ანგარიშით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, წერს სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის განცხადებით, აღნიშნული შედეგი “ქართული ოცნების” “პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა”. “ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს და კარგად ფუნქციონირებად მთავრობებს აფასებს.
ამ ანგარიშით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა. მიღებული შეფასებით საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს: იტალიას, რუმინეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს და თურქეთს უსწრებს. კარგად ფუნქციონირებად მთავრობებს შორის საქართველოს მთავრობის ასეთი შეფასება არის ხაზგასმა იმაზე, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების პარალელურად პროცესები დინამიურად ვითარდება და პოლიტიკური გუნდი ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. არსებობს უამრავი ქმედითი პროგრამა რომელიც მიმართულია მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების დასაცავად.
იგეგმება კიდევ არაერთი რეფორმა კარგი მმართველობის უზრუნველსაყოფად. “ქართული ოცნების”გუნდის, მთავრობის, პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა ეს და ყველა სხვა აქამდე გაკეთებული კვლევის ანგარიში რომელიც ობიექტური შეფასების შედეგად ასეთ მონაცემებში აისახება და ამგვარ ხელშესახებ პროგრესში გამოიხატება”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს