ბექა კობახიძე გამოირჩევა ქვეყნის და ეკლესიის მტრობით, როგორ შეიძლება ის აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გააკეთა – როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას

ბექა გამოირჩევა ქვეყნის და ეკლესიის მტრობით, როგორ შეიძლება ის აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გააკეთა – როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას
ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სპიკერად ძალადობრივი აქციების ორგანიზატორის, ბექა კობახიძის არჩევას.
ფოჩხუას განცხადებით, დიდი ხანია, რაც ყველამ კარგად იცის ბექა კობახიძის რადიკალიზმისა, ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ მტრობის შესახებ, მასთან თანამშრომლობა კი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იზიარებს ბექა კობახიძის რადიკალიზმს და იღებს მის მოქმედებებზე პასუხისმგებლობას.
„ დიდი ხანია ყველამ იცის ვინ არის ბექა კობახიძე, იგი გამოირჩევა რადიკალიზმით, ქვეყნის და ეკლესიის მტრობით. როგორ შეიძლება ეს ადამიანი აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ იმ ვიდეო რგოლების სერიაში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ალაპარაკო საქართველოს ნათელ მომავალზე, როცა ქართულ მედიაში მრავლად მოიპოვება მის მიერ ოპოზიციური რადიკალური დღის წესრიგის მხარდაჭერა და ძალადობრივი აქციების ორგანიზატორობა.
როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ეს იმას ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას, რაც ძალიან სამწუხაროა“,- წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე

ოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის- მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი