„ელ-ბილეთების საჩივარი tkt.ge-ს წინააღმდეგ დასრულებულია” – კონკურენციის სააგენტომ 3 კომპანია 1.7 მლნ ლარამდე დააჯარიმა

„ჩვენ დავასრულეთ მოკვლევა შეთანხმებული ქმედების, რომელიც ეხებოდა ელ-ბილეთების საჩივარს tkt.ge-ს წინააღმდეგ, ეს მოკვლევაც დასრულებულია. დავადასტურეთ, შეთანხმებული ქმედება 5 სუბიექტის მიმართ, შედეგად, 3 სუბიექტს დაუდასტურდა შეთანხმებული მოქმედება,”- ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯარიმის მოცულობა სამი კომპანიის შემთხვევაში 1.7 მლნ ლარამდეა.
„ჩვენ დავასრულეთ მოკვლევა შეთანხმებული ქმედების, რომელიც ეხებოდა ელ-ბილეთების საჩივარს tkt.ge-ს წინააღმდეგ. ეს მოკვლევაც დასრულებულია. დავადასტურეთ, შეთანხმებული ქმედება 5 სუბიექტის მიმართ და 3 სუბიექტს დაუდასტურდა შეთანხმებული ქმედება. ეს არის – „თინეთი“ – სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ფაქტობრივად, ყველა კინოთეატრს მოიცავს და მათ შორის, ელ-ბილეთებსაც, რომელმაც საჩივარი შემოიტანა. ჯარიმის მოცულობა სამი კომპანიის შემთხვევაში 1.7 მილიონ ლარამდეა. ეს მოკვლევა გასულ წლის ბოლოს დავასრულეთ. მათი შეთანხმებული ქმედება გამოიხატა კონკრეტული ექსკლუზივების მინიჭებაში. ეს არის კომპანია, რომელიც ფლობს ექსკლუზიურად კინოთეატრების ჩვენების მიმართულებას. მათ მიანიჭეს „თინეთს“ ექსკლუზიური უფლება, სადაც მხოლოდ ამ მიმართულებით ხდებოდა კინოთეატრების ბილეთების რეალიზაცია. ჩვენ მოკვლევის პროცესში სასამართლოს შუამდგომლობით ეს ექსკლუზივის ფუნქცია გავაჩერეთ, მოკვლევის დასრულებამდე, თუმცა მოკვლევის შედეგმა აჩვენა, რომ ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ და კონკურენციის შემზღუდველ ქმედებას. კომპანიების მხრიდანაც ეს ყველაფერი დადასტურებული იქნა და ჩვენ გავეცით რეკომენდაცია თუ როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ტიპის შემთხვევებში ექსკლუზივის ხელშეკრულების გაფორმება. მორიგი შეთანხმებული ქმედების „ქეისი” გასულ წელს დაიხურა“, – განაცხადა ლექვინაძემ.