მედია: ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის საზღვარზე ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება იყო

24 აგვისტოს ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის საზღვართან ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილიდან გარცელებული ვიდეოკადრების მიხედვით სამართალდამცველებმა დრობით გადაკეტეს ფედერეალური ავტოტრასა „კავკაზი“, ამასთან ხელისუფლება მასობრივი დაპირისპირების ფაქტს უარყოფს.

დაპირიპირება დასახლება ჩერმენთან დაიწყო და როგორც ტელეგრამის არხი “ВЧК-ОГПУ” წერს – “ცხუბი ერთი მეორეს მიყოლებით ხდებოდა”.

კონფლიქტის მიზეზების შესახებ დეტალები არ ვრცელდება, თუმცა სამართლადმცავ სტრუქტურებთან დაკავშირებული გვერდი “Розыск Ингушетия” ირწმუნება. რომ კონფლიქტი საყოფაცხოვრებო საკითხს უკავშირდება – ინგუშეთის მკვიდრებმა რამდენიმე ადამიანს სცემეს, მათ შორის ხანდაზმულს ჩრდილოეთ ოსეთიდან.

ინგუშეთის საგარეო ურთიერთობათა, ეროვნული პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის სამინისტროში მომხდარი ფაქტი დაადასტურეს და მოუწოდეს ყველას „არ აჰყვნენ პროვოკაციებს“ სანამ ხელისუფლება „დარეგულისტებისთვის ძალას არ იშურებს“. მოგვიანებით მინისტმა ალან ბაგიევმა განაცხადა, რომ საზღავრზე მხოლოდ „ორი პირისპირ ჩხუბი“ მოხდა, რომელშიც როგორც კავკაზ რეალიი წერს, საჭირო გახდა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ირბეკ ტომაევის ჩარევა. უცნობია, მომხდარის დააკავეს თუ არა ვინმე.

მომხდარი შესახებ არცერთი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვცელებია.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი