მედია: “პირველებს” სამეგრელოში სპეცრაზმის წვრთნების კადრებს აწვდიან – რისთვის ემზადება “ოცნება”? (ვიდეო)

“პირველებს” სამეგრელოში გადაღებულ კადრებს აწვდიან, სადაც სპეცრაზმის წვრთნებია ასახული. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, ჩანაწერი ზუგდიდშია გაკეთებული.

კადრების ნახვის შემდეგ  ევროპული მომავლის მცველებს რჩებათ განცდა, რომ “ქართულ ოცნებას” ცხელი პოლიტიკური შემოდგომა აშინებს და სპეცრაზმსსს აქციების დარბევაში წვრთნის.

ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ სავარაუდოდ, სპეცრაზმში კონტიგენტს ცვლიან და დარბევებისთვის ახალ კადრებს ამზადებენ.

მე რაც ვნახე, ერთმანეთს არბევენ. კარგია, ეგრე თუ გააგრძელებენ ერთმანეთის დარბევას. რასაც ვუყურე კადრებს, არ ეტყობათ ამ ადამიანებს, რომ რაიმეს დამრევები არიან. საბოლოოდ, ამხელა გამოცდილება აქვთ ამხელა გამოცდილება აქვთ, ამდენი აქციის წინააღმდეგობრივი მოქმედების და ალბათ კონტიგენტი გამოცვალეს და ახლა ახლებს უნდა ასწავლონ, თორემ ძველები მგონია, რომ თვალდახუჭული ადამიანებზე ძალადობის აქტორები შეუძლიათ, რომ ძალიან მარტივად იყონ. ვინმე უფრო ნიჭიერი მიიყვანონ, ვინც სხვანაირ სწავლებას მოიფიქრებს, – ამბობს ბორის ჩელე ყურუა. 

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ “ოცნება” 4 ოქტომბრისთვის ემზადება. მისი თქმით, სპეცრაზმის ნაწილი ხარებას გაჰყვა, ამიტომ ახლა მათი რიგების ახლებით შევსება ხდება.

ერთი მხრივ, ის ხალხი, ვინც გამოცდილი იყო ჩვენს ცემასა და დარბევაში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ხარებას გაყვა, მას უერთგულეს ბოლომდე, ახლა მათი შევსება ხდება და კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენს ცემა-ტყეპაში. ემზადებიან სავარაუდოდ, ყველა დღისთვის, მაგრამ მნიშნელოვნად ალბათ 4 ოქტომბრისთვის, იმიტომ, რომ აზრი აქვთ, რომ 4 ოქტომბერს აქ რაღაც უნდა მოხდეს და ხალხი მზად იყოს დასაპირისპირებლად. რაც უფრო მეტად მომწიფდება ეს აზრი, თითონ ეცდებიან, რომ დაგვანახონ, თვითონ ჩაწერენ ვიდეოებს, თვითონ იამაყებენ, რა მაგრად ემზადებიან ბიჭები ჩვენს საცემად, – ამბობს ცოტნე კობერიძე. 

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე “ოცნებას” აფრთხილებს, რომ ახახლგაზრდების დაკავებები აღარ გამოუვათ და “ფრთხილად იყვნენ, რომ ხალხი არ გააბრაზონ”.

იცოდნენ ერთი რამ, რომ 4 ოქტომბერს რომ გამოვალთ ჩვენ აქ, ერთ ბავშვსაც არ გავატანთ. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ მოქმედებენ. გაერევიან 15, ერთს შეათრევენ და მერე იქ სცემენ. ვერ წაიყვანენ ვერავის! პირიქით, ფრთხილად იყვნენ, ძალიან დიდ წინააღმდეგობას შეეჩეხებიან და ფრთხიად იყვნენ, რომ ხალხი არ გააბრაზონ, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროკომისიის მოთხოვნებზე – ეს მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, უსამართლობაზე – რომელ პოლიტიკურ პატიმრებზე მესაუბრებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ პოლიციელებს, ცოცხლად რომ წვავდნენ?!