უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ტაშით შეხვდნენ ნინო ქათამაძის და ნიკოლოზ რაჭველის შესრულებას „უკრაინის ლეგენდა” 2025 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე.
„ახლა გადაიცა უკრაინის სატელევიზიო არხების პირდაპირ ეთერში. ღონისძიება კი რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. ესაა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და საპატიო ჯილდოს „უკრაინის ლეგენდა” 2025 წლის დაჯილდოების ცერემონიალი — წოდება, რომელსაც სხვადასხვა დარგში ღვაწლმოსილ უკრაინელ მოღვაწეებს გადასცემენ. რომ შეიტყვეს, რომ კიევში ვიყავით და დაგეგმილი კონცერტებისთვის ვემზადებოდით, გვთხოვეს მონაწილეობის მიღება.
ძალიან ამაღელვებელი იყო სლავა ვაკარჩუკის ემოციური ჩახუტება და აცრემლებული პრეზიდენტისა და მთელი პუბლიკის ფეხზე წამოდგომა უპირველესად ნინოს მიმართ!
დაუვიწყარი წუთები იყო… გაუმარჯოს გმირ ხალხს! გაუმარჯოს ჩვენს ერებს შორის უპირობო და დაუსრულებელ მეგობრობას!“ — წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი.