მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს თავადაც შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ახალი საცხოვრებელი ფართების მისაღებად, რასაც შემდეგ განვიხილავთ – ზურაბ აზარაშვილი

ზურაბ აზარაშვილმა განმარტა რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფმა ოჯახებმა სახელმწიფოსგან ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღონ. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ოჯახები განაცხადებს გააკეთებენ ჩვენს მუნიციპალურ ცენტრებში. ინფორმაცია გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტიდან, ასეთი ოჯახები სადაც არის, სავარაუდოდ, აღრიცხულია. ამის საფუძველზე, ჩვენც მივმართავთ და თვითონაც შეეძლებათ განაცხადების გაკეთება, რასაც შემდეგ განვიხილავთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ამომრჩეველი ენდობა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესსაც – რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით, არც ერთი პრობლემა არ გამოვლენილა