დონალდ ტრამპი იმ პირთა გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც 2021 წელს კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დააპატიმრეს

დონალდ ტრამპი იმ პირთა გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დააპატიმრეს. აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ტრამპმა 6 იანვრის მოვლენების გამო პატიმრობაში მყოფ პირებს “მძევლები” უწოდა და განაცხადა, რომ მათ “ბაიდენის ადმინისტრაცია არასათანადოდ მოეპყრო”.
სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო