Coca-Cola ბრიტანული Costa Coffee-ს გაყიდვას განიხილავს

ამერიკული კომპანია Coca-Cola იკვლევს ბრიტანული ყავის მაღაზიების უდიდესი ქსელის, Costa Coffee-ს გაყიდვის შესაძლებლობას, რომელიც მან 2018 წელს 5 მილიარდ დოლარზე მეტ ფასად შეიძინა – ამის შესახებ Sky News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, Coca-Cola-მ უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკებები პოტენციურ მყიდველებთან, რომელთა შორის არიან კერძო საინვესტიციო კომპანიები.