რატი იონათამიშვილი: წარსულში ჩარჩენილ ადამიანებს უნდათ, ყველაფერს, მათ შორის შობის ბრწყინვალე დღესასწაულსაც, რუსული უწოდონ

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა, ლაშა ბუღაძის განცხადება შეაფასა, სადაც მწერალმა 7 იანვარს შობის აღნიშვნას რუსული უწოდა.
იონათამიშვილის განცხადებით, ეს ადამიანები წარსულში არიან ჩარჩენილები და ყველაფერს რუსულს უწოდებენ, მათ შორის – შობის ბრწყინვალე დღესასწაულსაც.
“ეს ადამიანები წარსულში არიან ჩარჩენილები და უნდათ, ყველაფერს უწოდონ რუსული, მათ შორის – შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს, სინამდვილეში, მათ სახეს, მათ კრიზისსა და მათ დეგრადირებას უჩვენებს. საზოგადოება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან ობიექტურად შეაფასებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია და მრავალჯერადი ხმის მიცემა