თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი უკრაინაში ვერ ჩამოდის, ჩვენ აქ ვართ, რათა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩამოვუტანოთ უკრაინელ ხალხს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას

გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს საქართველო და არ მივცემთ მოღალატე ივანიშვილს შესაძლებლობას, საქართველო წაგებულის ნანგრევებში აღმოჩნდეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განახადა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერები უკრაინაში იმყოფებიან.
“ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს. ვულოცავთ მებრძოლ, მედეგ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. უკრაინა მთელი თავისუფალი სამყაროსთვის გახდა ბრძოლის სიმბოლო, მაგრამ აქ ყველაზე მეტად ვრწმუნდებით, რომ უკრაინა ასევე გახდება გამარჯვების სიმბოლო. გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს საქართველო და არ მივცემთ მოღალატე ივანიშვილს შესაძლებლობას, რომ საქართველო წაგებულის ნანგრევებში აღმოჩნდეს. ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი უკრაინაში ვერ ჩამოდის. ჩვენ აქ ვართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით, რათა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩამოვუტანოთ უკრაინელ ხალხს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. უკრაინა აუცილებლად მოიპოვებს გრძელვადიან, ღირსეულ, ნამდვილ მშვიდობას და საქართველოც აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს, ღმერთი ფარავდეს უკრაინას!” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით