კანადა უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დრონებს, საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას გადასცემს

უკრაინა სექტემბერში კანადის დახმარების პაკეტიდან, რომლის ღირებულება 1 მილიარდ კანადურ დოლარს (700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) აღემატება, დრონებს, საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას მიიღებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ კიევში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ ამ თანხიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყენებული იქნება თქვენი იარაღის არსენალის გასაძლიერებლად დრონების, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებით, რომელიც უკვე მომავალ თვეში ჩამოვა“, – აღნიშნა კარნიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, კანადა ათობით მილიონ დოლარს გამოყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, თავშესაფრებისთვის, ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისა და კიბერთავდაცვისთვის.
კარნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის საიმედო მოკავშირედ დარჩება როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ომისშემდგომ აღმშენებლობაში.
„პუტინის შეჩერება შესაძლებელია. რუსეთის ეკონომიკა სუსტდება. ის სულ უფრო იზოლირებული ხდება. ამასობაში, ჩვენი კავშირი უფრო ძლიერი, უფრო მტკიცე და ერთიანი ხდება“, – აღნიშნა კარნიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით