ირაკლი ზარქუა- ანრი მაგარი ბიჭია, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, შიგნით დაალაგა, ცოტა ქაოსი იყო – მამუკა მდინარაძე საკმაოდ გამოცდილი, კვალიფიციური, მნიშვნელოვანი კადრია

ანრი [ოხანაშვილი] მაგარი ბიჭია. მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შიგნით დაალაგა, ცოტა ქაოსი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის წასვლას და პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურის წარდგენას.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, მამუკა მდინარაძე საკმაოდ გამოცდილი და მნიშვნელოვანი კადრია.
“ანრი მაგარი ბიჭია. მადლობა მას. მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შიგნით დაალაგა, ცოტა ქაოსი იყო. … მამუკა მდინარაძე საკმაოდ გამოცდილი, კვალიფიციური, მნიშვნელოვანი კადრია. ორივე გუნდის ღირსეული წარმომადგენელია”,-აღნიშნავს ზარქუა „ტვ პირველთან“.
ჟურნალისტის კითხვაზე, „მამუკა მდინარაძე დააწინაურეს თუ დააქვეითეს“, ზარქუამ აღნიშნა: შენი ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურო, დაკნინებაა?!“.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. ოხანაშვილის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა