ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება, რაც ასე უნდა გაგრძელდეს

ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება, რაც ასე უნდა გაგრძელდეს
კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს ის, რომ გასული 7 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა 2018 წელს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, მასში არცერთი ცვლილება არ შესულა, არ შეცვლილა არცერთი კონსტიტუციური ძირითადი დებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს კონსტიტუციის სტაბილურობა პირდაპირ აისახა სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებაზეც, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მათ შორის, ამ ფაქტორმაც მისცა ქვეყანას მშვიდობის და ზოგადად, სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა.
„ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი, მმართველი გუნდის მხრიდან არ ყოფილა კონსტიტუციაში შესწორების შეტანის არცერთი მცდელობა, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არცერთი მცდელობა. თუმცა გავიხსენებ იმასაც, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არაერთი მცდელობა. თუ მანამდე წლების განმავლობაში მმართველი გუნდი ცდილობდა ხოლმე კონსტიტუცია მოერგო საკუთარ თავზე, ახლა უკვე გასული 7 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია. შემიძლია გავიხსენო კონკრეტულად ის მოლაპარაკებები, რომლებიც უკავშირდებოდა 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებას. მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რაც იყო დაყენებული, იყო კონსტიტუციაში სხვადასხვა შესწორების შეტანა.
ამასთან დაკავშირებით მე პირადად განვუმარტე კოლეგებს, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა, კონსტიტუციის თანახმად, იყო დაკავშირებული ძალიან რთულ პროცედურასთან. ეს ითვალისწინებდა ინიცირების რთულ პროცედურას, შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვას, საზოგადოების მთლიანად ჩართულობას ამ პროცესში და ა.შ. ძალიან მაღალი კვორუმით, რთული პროცედურის საფუძველზე, პარლამენტის მიერ მის მიღებას.
ეს გართულებული პროცედურა გამოხატავს დამოკიდებულებასაც კონსტიტუციის მიმართ. ასეთ პირობებში ჩვენთვის მიუღებელი იყო პოლიტიკურ შეთანხმებაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა. ეს განვუმარტეთ კონკრეტულ ოპონენტებს, თუმცა მათგან მივიღეთ უხეში პასუხი. მაშინდელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან ამაზე მივიღეთ ძალიან უხეში პასუხი. მაშინ ძალიან კარგად გავიაზრეთ, რომ მათთვის კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო მიზანი, როგორც ასეთი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება. ეს, რა თქმა უნდა, ასე უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი