თავისუფალი უკრაინა თავისუფალი ევროპაა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

თავისუფალი თავისუფალი ევროპაა –
თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინა – სწორედ ამისთვის იბრძვით თქვენ. სწორედ ამისკენაა მიმართული მთელი ჩვენი ძალისხმევა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენ თქვენთან ვართ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რადგან თავისუფალი უკრაინა თავისუფალი ევროპაა. გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა!“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საბჭოს შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.