მსურს, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, მან შეძლო, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას

მსურს, მადლობა გადავუხადო ს, მან შეძლო, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას
მსურს, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს, ის რამდენიმე წლის წინ, სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით შეძლო, დღეს ჩვენ გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ემყარება, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროცესში მონაწილე თითოეულ პირს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე , თბილისის მერი , აღმასრულებელი, საკანონმდებლო , სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნლები, კონსტიტუციონალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ბოლო წლებში, საქართველოს მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.
„უნდა გვესმოდეს რომ თუ ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი, სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული! კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლებში, გამძაფრებული ზეწოლის ფონზე, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, უამრავი უსამართლო, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი მოთხოვნა გაჩნდა. აღნიშნული ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი სწორედ ჩვენი კონსტიტუცია და მასში ასახული ნორმები გახდა, რომელიც ჩანასახშივე გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი უსამართლო მოთხოვნის შესრულებას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი ვალდებულებაა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ ჩვენი კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა. სწორედ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია არის სუვერენიტეტის განმტკიცების, ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და წესრიგის, სამართლიანობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტი!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Next: 30 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებით, ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი