ევროკავშირის საბჭოს შენობა უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა

ევროკავშირის საბჭოს შენობა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ევროპა პატივს მიაგებს უკრაინელების გამბედაობას, სიმტკიცეს და ევროპულ მომავალს.
„ევროპის შენობა თქვენს ეროვნულ ფერებში – ლურჯ და ყვითელ ფერებში – ანათებს, როგორც თქვენს მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის სიმბოლო. პატივს მივაგებთ თქვენს გამბედაობას, თქვენს მდგრადობას და თქვენს ევროპულ მომავალს“, – წერს კოშტა.
ცნობისთვის, დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.