ოხანაშვილი ივანიშვილმა გაათავისუფლა – “შიდა კონფლიქტის შედეგად გადაწყდა” – ბესელია

ქართული ოცნების გუნდის ყოფილმა წევრმა, იურისტმა მ, ანრი ოხანაშვილის გათავისუფლება სუსის უფროსობიდან, ტვ პირველთან შეაფასა და თქვა:
“თვითონ ფორმაც მეტყველებს, რომ ეს არ იყო მშვიდ გარემოში მიღებული გადაწყვეტილება. ის რომ თვით ოხანაშვილი არ იდგა კობახიძის გვერდით და ეს არ იყო სტანდარტული ფორმით დამშვიდობები და მადლობები, როგორც გვინახავს, ეს ნიშნავს, რომ შიდა კონფლიქტის შედეგად არის მიღებული მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ის მისი ნებით არ წასულა. ეს გადაწყვეტილება მიღებული ივანიშვილის მხრიდან. მე ადრეც ვამბობდი, როდესაც ის დაინიშნა თანამდებობაზე, რომ ეს იქნებოდა ხანმოკლე გადაწყვეტილება. ეს უწყება არ მიიღებდა ოხანაშვილს. ამ სისტემას აქვს თავისი სპეციფიკა მიმღებლობასთან დაკავშირებით და არ მიიღებდა. მთლიანობაში ეს მონაცვლეობა ოხანაშვილი, მდინარაძე, რომელც მაინც არის ერთი ჯგუფი კობახიძის ირგვლივ, ეს აჩვენებს თავად ამ ჯგუფის შიგნით არამყარ ვითარებს, ეს ყველაფერი კი მთლიანობაში ქვეყანში არსებულ არასტაბილურ ვითარებაზე მეტყველებს”,- აცხადებს .
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს