დარწმუნებული ვარ, პუტინი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვა, მას შეუძლია, ჩამოვიდეს ან საერთოდ არ ჩამოვიდეს, იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები –

დარწმუნებული ვარ, პუტინი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვა, მას შეუძლია, ჩამოვიდეს ან საერთოდ არ ჩამოვიდეს, იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები –
-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ , შესაძლოა, 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩავიდეს, რომელსაც მასპინძლობს. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ტრამპმა ოვალურ კაბინეტში საფეხბურთო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს აჩვენა ალასკაზე აშშ-ისა და ს სამიტზე გადაღებული ფოტო, სადაც იგი პუტინთან ერთადაა აღბეჭდილი.
„ეს არის ადამიანი, სახელად , რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩამოვა მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება. მას შეუძლია, ჩამოვიდეს ან საერთოდ არ ჩამოვიდეს – იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები. უახლოეს რამდენიმე კვირაში ბევრი რამ მოხდება, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ეს კარგი ფოტოა“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა განმარტა, რომ ეს სურათი მას იმ ადამიანმა გამოუგზავნა, რომელსაც „ძალიან სურს ჩასვლა“ აშშ-ში და დაამატა, რომ ფოტოზე ხელს მოაწერს მისთვის.
ცნობისთვის, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2026 წელს აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. ს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას 2022 წლის თებერვლიდან ვერ იღებს.